“მანჩესტერ იუნაიტედის” ბანაკში კარგი სიახლეა. შემტევმა ტრიომ: ენტონი მარტიალმა, უეინ რუნიმ და მარუან ფელაინიმ ვარჯიში განაახლეს და პსვ-სთან გასამართი საჩემპიონთალიგო მატჩის განაცხადში მოხვდნენ.
რაც შეეხება დანაკლისს, “წითელ ეშმაკებს” ხვალინდელ მატჩში ტრავმების გამო ანდერ ერერა, ფილ ჯონსი, ბასტიან შვაინშტაიგერი, ანტონიო ვალენსია, მაიკლ კერიკი და ლუკ შოუ არ ეყოლებათ.
ლუის ვან გაალმა 21 წლამდე გუნდიდან რამდენიმე მოთამაშე შეიყვანა განაცხადში: ჯეიმს უეირი, რეგან პული, გილერმო ვარელა, სეან გოსი და ნიკ პაუელი, რომელმაც ახლახანს მოიშუშა ტრავმა.
“იუნაიტედის” 22-კაციანი განაცხადი პსვ-სთან მატჩისთვის ასე გამოიყურება:
მეკარეები: დე ხეა, რომერო;
მცველები: როხო, სმოლინგი, ბლინდი, ვარელა, მაკნაირი, დარმიანი, პული;
ნახევარმცველები: მატა, იანგი, პაუელი, ლინგარდი, პერეირა, გოსი, უეირი, შნეიდერლენი, ფელაინი, დეპაი;
თავდამსხმელები: რუნი, მარტიალი, უილსონი.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დაპირისპირება 25 ნოემბერს, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე “ოლდ ტრაფორდზე” გაიმართება.