პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გათამაშების მე-13 ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
კვირის საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, ოთხი მოთამაშე “ტოტენჰემიდანაა”, რომელმაც “უაით ჰართ ლეინზე” გამართულ ლონდონურ დერბიში “ვესტ ჰემი” გაანადგურა (4:1).
ტურის საუკეთესო გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარე: კოსტელ პანტელიმონი (“სანდერლენდი”);
მცველები: კაილ უოლკერი, ტობი ალდერვეირელდი (ორივე “ტოტენჰემი”), მარტინ შკრტელი (“ლივერპული”), კრის სმოლინგი (“მანჩესტერ იუნაიტედი”);
ნახევარმცველები: როს ბარკლი (“ევერტონი”), ჟესი ლინგარდი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), კრისტიან ერიკსენი (“ტოტენჰემი”), ფელიპე კოუტინიო (“ლივერპული”);
თავდამსხმელები: რობერტო ფირმინო (“ლივერპული”), ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”).