გერმანულმა საიტმა www.90min.com-მა “ფრაიბურგის” ყველა დროის 10 საუკეთესო შემტევი ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა. მასში ქართველი ალექსანდრე იაშვილიც მოხვდა. “აკუნამ” 1997-2007 წლებში ითამაშა “ფრაიბურგში” და შეუცვლელი ფორვარდიც გახლდათ, 252 მატჩში 61 გოლიც გაიტანა. მის ანგარიშზეა ჰეთ-თრიქი “ვოლფსბურგთან” და კიდევ არაერთი დასამახსოვრებელი გოლი.
აქვე, ათეულიც, რომელსაც ბევრი შეიძლება ეთანხმებოდეს, ბევრიც – არა.
1. ნილს პეტერსენი, 2. პაპის დემბა სისე, 3. სულეიმან სანე, 4. მაქს კრუზე, 5. როდოლფო კარდოსო, 6. მოჰამედ იდრისუ, 7. უვე შპისი, 8. ადმირ მეჰმედი, 9. ალექსანდრე იაშვილი, 10. კარიმ გედე.
შეგახსენებთ, “ფრაიბურგში” სხვადასხვა დროს უთამაშიათ ასევე ლევან კობიაშვილს, ლევან ცქიტიშვილს, გიორგი კიკნაძეს, ოთარ ხიზანეიშვილს, ზაზა ზამთარაძეს, დავით თარგამაძეს, ხოლო ახლა გუნდში ლუკას ჰუფნაგელი ირჯება. კობიაშვილი და ცქიტიშვილი იმიტომაც არ არიან სიაში, რომ მხოლოდ თავდამსხმელები, ან უკანდაწეული თავდამსხმელები არიან ჩამოთვლილნი.
იაშვილი ამჟამად 38 წლისაა და თბილისის “დინამოში” თამაშობს. ამავდროულად, ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრია და ფეხბურთელთა პოზიციებს დაიცავს. “აკუნა” გაისად დაასრულებს აქტიურ საფეხბურთო კარიერას.