მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკამ“ თურქეთის ჩემპიონატის გასულ ტურში “გალათასარაისთან” სტამბოლური დერბი 76:83 წააგო, ქართველი კალათბურთელი კი უქულოდ დარჩა.
მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში რ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 15:43 წუთში კი 3 ორქულიანი და 2 სამქულიანი ააცილა. მანუმ 1 პასი მიითვალა და ერთხელაც დაჯარიმდა.
“დარუშაფაკას“ რიგებში 16 ქულით საუკეთესო ამერიკელი რეჯი რედინგი გახლდათ, ხოლო „გალათასარაის“ 25 ქულით სერბმა ვლადიმირ მიცოვმა ულიდერა.
მარკოიშვილის კლუბს 4 მოგებითა და 3 მარცხით მე-5 ადგილი უკავია, მომდევნო ტურში კი, 29 ნოემბერს, “ბანვითს“ დაუპირისპირდება.