ფეხბურთი

1:47 | 24.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდული დერბი ფრედ დასრულდა

ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურის დასკვნითი შეხვედრა “კოლიზეუმ ალფონსო პერესზე” შედგა, სადაც ადგილობრივმა “ხეტაფემ” (ხეტაფე მადრიდის შემოგარენია, ქალაქიდან 13 კილომეტრითაა დაშორებული და ითვლება დედაქალაქის მუნიციპალიტეტად) მადრიდულ დერბიში “რაიო ვალეკანოს” უმასპინძლა და ქულა გაატანა შინ.

მატჩის მთავარი მოვლენები მეორე ნახევარში განვითარდა და ყურადღების ეპიცენტრში “რაიო ვალეკანოს” ნახევარმცველი ხოზაბედი გახლდათ მოქცეული. მან ჯერ 58-ე წუთზე ავტოლი ჩაიწერა პასივში, ხოლო 15 წუთში ტრაშორასის გაცუდებულ პენალტზე დამატებაზე ითამაშა და საკუთარი შეცდომა გამოასწორა – 1:1.

“ხეტაფე” 11 ქულით მე-16 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ ქულით უსწრებს, ხოლო “რაიო ვალეკანო” 14 ქულით მე-13 ადგილს იკავებს.

ხეტაფე – რაიო ვალეკანო 1:1 (0:0)

ხეტაფე, “კოლიზეუმ ალფონსო პერესი”

ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა, ველაზკესი, კალა, ვიგარაი, ლაგო, ლასენი, ხ.როდრიგესი, სარაბია, ლაფიტა (მ.გომესი 74), ვ.როდრიგესი (იოდა 83), ვაზკესი (სცეპოვიჩი 76).
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ხ.კარლოსი, დორადო (პ.ერნანდესი 60), დ.ლორენტე, ტიტო, ნ.მარტინესი, ბაენა, ტრაშორასი (ამაია 78), ბებე (ებერტი 38), ხოზაბედი, ემბარბა, გერა.
მწვრთნელი: პაკო ხემესი

გოლები: 1:0;1:1 ხოზაბედი (58 ს.კ. 73)
გაფრთხილებები:
ვაზკესი, ვიგარაი, სცეპოვიჩი, ხ.როდრიგესი, იოდა – ბაენა, გერა, ტრაშორასი, ხოზაბედი
მსაჯი: რიკარდო ბენგოეჩეა

73-ე წუთზე ტრაშორასმა პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

თეგებილა ლიგა
0.138663