26-27 ნოემბერს ირანში, მაზანდარანის პროვინციაში გაიმართება მსოფლიოს საკლუბო თასი თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც მონაწილეობას 12 ქვეყანა მიიღებს: აშშ, აზერბაიჯანი, კუბა, საქართველო, უნგრეთი, სომხეთი, ბულგარეთი, მონღოლეთი, ბრაზილია, მექსიკა, ბანგლადეში და ირანი.
შეჯიბრი გუნდური ფორმატით კედელი-კედელზე ჩატარდება. 26-ში გუნდური ეტაპის შეხვედრები გაიმართება, 27-ში კი – ფინალური პაექრობები. გამარჯვებული გუნდი 50 000 დოლარს მიიღებს, მეორე ადგილზე გასული – 30 000-ს, მესამეადგილოსანი – 20 000-ს.
საქართველოს ნაკრები შაკო ბედინეიშვილის ხელმძღვანელობით, შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს:
57 – ლევან მურცხვალაძე, ლაშა ტალახაძე
61 – აკაკი მოწონელიძე, შოთა ფარტენაძე
65 – მალხაზ ზარქუა
70 – ალექსანდრე ჯაჭვაძე
74 – ზურაბ ერბოწონაშვილი
86 – ირაკლი მწითური, თედო ებანოიძე
97 – გიორგი კაკაურიძე
125 – თორნიკე ხიდეშელი
მწვრთნელები: შაკო ბედინეიშვილი, ოთარ თუშიშვილი, გოჩა კირკიტაძე
რეფერი: მიხეილ გრძელიძე.
www.wrestling.ge