ტურინის “იუვენტუსის” ბრაზილიელი ნახევარმცველი ტრავმირებულია. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი საერთაშორისო გამოცემა Goal.Com–ი ავრცელებს.
30 წლის ფეხბურთელი შაბათს “მილანთან” მოგებული (1:0) მატჩის პირველ ნახევარში დაშავდა და მეორე ტაიმში მინდორზე აღარ გამოჩენილა. როგორც გაირკვა, ბრაზიელიელს ბარძაყი აქვს დაზიანებული და დაახლოებით სამი კვირას გამოტოვებს.
ერნანესმა მიმდინარე სეზონში “ბებერი ქალბატონის” რიგებში 11 მატჩის ჩატარება მოასწრო.