ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი სამი ხედირა კვლავ ტრავმირებულია. გერმანელ ფეხბურთელს კოჭის ტრავმა აწუხებს, რის გამოც ჩემპიონთა ლიგაზე “მანჩესტერ სიტისთან” ვერ ითამაშებს.
რაც შეეხება დაზიანების ხარისხს, იგი ჯერჯერობით უცნობია. აღსანიშნავია, რომ ხედირა მიმდინარე სეზონში უკვე მეოთხედ დაშავდა.
28 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში სერია A-ში მხოლოდ 5 შეხვედრა ჩაატარა.