ჭადრაკი

0:33 | 23.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

გაფრინდაშვილის მორიგი ტიტული!

უბერებელმა ნონა გაფრინდაშვილმა სენიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთხელ მოიპოვა. ეს იტალიის ქალაქ აქუი ტერმეში მოხდა, სადაც ტურნირი ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში წარიმართა.

გაფრინდაშვილმა +65 ქალთა ჩემპიონატის 9 ტურში 7.0 ქულა მოაგროვა და მე-2 ადგილზე გასულ თანამემამულე თამარ ხმიადაშვილს (2029) 0.5 ქულით გაუსწრო. შედეგად, სენიორთა შორის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებულს და პრიზიორს თამარ ხმიადაშვილს ვერცხლის მედალი ერგო.

+50 მამაკაცთა ტურნირში ჩემპიონობა ბოსნია-ჰერცეგოვინის წარმომადგენელმა პრედრაგ ნიკოლიჩმა (2603) მოიპოვა, რომელმაც 11 ტურში 9.5 ქულა მიითვალა. გიორგი ბაღათუროვმა (2397) 7.5 ქულით მე-6 შედეგი აჩვენა, ხოლო ვარლამ ვეფხვიშვილმა (2106) 6.0 ქულით 38-ე ადგილი დაიკავა.

ამავე კატეგორიაში ქალთა შორის ნინო მელაშვილი (2125) 5.5 ქულით მე-5 გახლდათ, ციალა ქასოშვილი (2174) 5.0 ქულით – მე-9, ხოლო მარგალიტა თანდაშვილი (2002) 4.5 ქულით – მე-12.

ჩემპიონის ტიტული 6.0 ქულით რუსმა გალინა სტრუტინსკაიამ (2227) მოიპოვა, ხოლო +65 მამაკაცებში, სადაც საქართველოს წარმომადგენელი არ ჰყოლია, ოქროს მედალი საფრანგეთის სახელით მოთამაშე ვლადიმირ ოხოტნიკს (2442) ერგო. მან 9.5 ქულა მოაგროვა.

0.123744