ჭადრაკი

21:27 | 22.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში დასრულებულ ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე მე-3 ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა.

დასკვნით ტურში პირველი განთესვის მქონე ქართველი მოჭადრაკეები მე-19 რეიტინგის მქონე ავსტრიასთან ყაიმს დასჯერდნენ, თუმცა, ამას დიდად არაფერი შეუცვლია, რადგანაც გამარჯვების შემთხვევაშიც კი, საქართველოს ნაკრები მე-3 საფეხურს ვერ ასცდებოდა.

ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული რუსეთი გახდა 17 ქულით, ვერცხლი უკრაინამ მოიპოვა 15 ქულით, საქართველომ კი 14 ქულა მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ დანარჩენები მოწინავე სამეულს საგრძნობლად ჩამორჩნენ. მეოთხე-მეცხრე ადგილებზე გასული გუნდების აქტივში 11-11 ქულა იყო.

საქართველო – ავსტრია 2:2

ბელა ხოტენაშვილი (2512) – რეგინა ტიესი პოკორნა (2355) 0.5:0.5

კატარინა ნევრიკლა (2206) – ლელა ჯავახიშვილი (2479) 0:1

ნინო ბაციაშვილი (2509) – ვერონიკა ექსლერი (2192) 0.5:0.5

ანა-კრისტინა კოპინიტსი (2231) – მერი არაბიძე (2408) 1:0

რუსეთს ერგო ოქრო ვაჟთა ტურნირში და უპირატესობა აქაც აშკარა იყო. რუსებმა 15 ქულა მიითვალეს და მეორე-მეოთხე პოზიციებზე გასულ სომხეთს, უნგრეთსა და საფრანგეთს ორ-ორი ქულით გაასწრეს. დამატებითი მაჩვენებლებით, ბრინჯაო უნგრეთმა დაისაკუთრა, ვერცხლი კი სომხეთს დარჩა, რომელმაც ბოლო მე-9 ტურში საქართველოს 3:1 სძლია.

საერთო ჯამში, ქართველ ვაჟთა თამაშსაც წარმატებული უნდა ვუწოდოთ. საქართველოს ნაკრებს მე-17 განთესვა გააჩნდა და მე-9 ადგილი დაიკავა, თანაც მხოლოდ 2 მარცხი შეემთხვა, შესაბამისად, პირველ და მეექვსე რეიტინგის მქონე რუსეთთან და სომხეთთან.

სომხეთი – საქართველო 3:1

ლევონ არონიანი (2781) – ბაადურ ჯობავა (2668) 1:0

მიხეილ მჭედლიშვილი (2618) – გაბრიელ სარგისიანი (2689) 0.5:0.5

სერგეი მოვსესიანი (2666) – ლუკა პაიჭაძე (2573) 1:0

მერაბ გაგუნაშვილი (2539) – ჰრანტ მელკუმიანი (2632) 0.5:0.5

0.117357