ჰოლანდიელმა რობინ ჰაასემ კიცბუეილის ტურნირზე ზედიზედ 12-ე მატჩი რომ მოიგო, დღეს დილით ვწერდით. 2011 და 2012 წლებში რობინს ამ შეჯიბრების მთავარი პრიზი აქვს მოპოვებული. ამ შეჯიბრების ორგზის ტრიუმფატორმა მიჯრით მეცამეტე მატჩი ვერ მოიგო და კიცბუელის წლევანდელი ტურნირი ნახევარფინალში დაასრულა.
რეიტინგსიის 68-ე ადგილზე მყოფ ჰაასეს კლასიფიკაციის 53-ე ესპანელმა ჩოგანმა მარსელ გრანოლიერსმა 7:6 (7:0), 3:6, 6:4 მოუგო. 27 წლის პირენელმა პირველი სეტი ტაიბრეიკით მოიგო, მეორე პარტიაში ჰაასემ თანაფარდობა აღადგინა, მესამეში კი კვლავ გრანოლიერსმა იმარჯვა, ფინალშიც გავიდა და ჰოლანდიელთან ურთიერთშეხვედრების ანგარიში 2:1 გახადა.
მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს არგენტინელი ხუან მონაკო და ესპანელი ალბერტ მონტანიესი შეხვდებიან.