ფეხბურთი

21:02 | 22.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები უკრაინაში ყოჩაღობენ: თარგამაძე, არაბიძე

უკრაინის ჩემპიონატში "ოლექსანდრიამ" სტუმრად 2:0 მოუგო ზაპოროჟიეს "მეტალურგს" და მერვე ადგილზეა. გამარჯვებულთა შორის საუკეთესო იყო დავით თარგამაძე, რომელსაც გოლი არ გაუტანია, მაგრამ ძალიან აქტიური იყო და პირადად შექმნა რამდენიმე სახიფათო მომენტი. თარგამაძემ 70 წუთი ითამაშა.

გიორგი არაბიძემ მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა "შახტარის" 19-წლამდელებში. უკრაინის ჩემპიონატში, "ოლექსანდრიას" 19-წლამდელებთან ქართველმა გარემარბმა საჯარიმო დარტყმით გაიტანა და მეორე გოლშიც წვლილი დაიდო. "შახტარმა" 2:0 მოიგო.

თურქეთში "რიზესფორმა" სტუმრად 1:0 სძლია "ოსმანლისფორს" და მერვეზეა, თუმცა რიზელთა შორის კვლავ არ უთამაშია ნიკა ძალამიძეს - სათადარიგოებში იყო.

რუსეთში "მორდოვიამ" შინ 1:1 ითამაშა მოსკოვის "დინამოსთან" და ბოლოსწინა პოზიციაზეა."მორდოვიას" კარში ნუკრი რევიშვილი იდგა, ხოლო მამუკა კობახიძე სათადაროებში იყო. "ტერეკმა" "ყუბანთან" 2:2 დაასრულა შეხვედრა და მეექვსე საფეხურზეა: "ტერეკის" სათადარიგოებში იყო თედო გრიგალაშვილი.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში "ფრაიბურგმა" 4:1 სძლია "პადერბორნს" და ლიდერია. ბოლო 20 წუთი ითამაშა ლუკას ჰუფნაგელმა - იმ დროს 4:0 იყო.

კვიპროსზე "პაფოსმა" შინ 0:0 ითამაშა "აპოლონთან" და მეათე ადგილზეა. "პაფოსის" სასტარტოში იყვნენ როინ კვასხვაძე და გია გრიგალავა, რომლებიც არ შეუცვლიათ. ლევან ხმალაძემ ბოლო 10 წუთი გაატარა მინდორზე, ხოლო ელგუჯა გრიგალაშვილი და ნიკა გელაშვილი სათადარიგოები იყვნენ.

იტალიის სერია ა-ში ტოსკანური დერბი გაიმართა, "ემპოლი" მოულოდნელად 2:0-ს იგებდა ფლორენციაში "ფიორენტინასთან", თუმცა შეხვედრა 2:2 დასრულდა. ლევან მჭედლიძე ემპოლელთა განაცხადში არ ყოფილა: ტრავმა აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114285