ფეხბურთი

22:00 | 22.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერმა” შესაძლოა ეშლი კოული დაიმატოს

“მანჩესტერ იუნაიტედმა” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაძლოა “რომას” 34 წლის ინგლისელი მცველი ეშლი კოული შეიძინოს, აღნიშნულ ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მანჩესტერელთა მესვეურები კოულს ლუკ შოუს შემცვლელად მოიაზრებენ.

შეგახსენებთ, რომ შოუმ ფეხი მოიტეხა, რის გამოც ოპერაცია გაიკეთა და მოედანზე სეზონის ბოლომდე ვერ დაუბრუნდება.

ეშლი კოული “რომამდე” “არსენალში” და “ჩელსიში” თამაშობდა.

0.12208