ევროპის გუნდური ჩემპიონატის ბოლოსწინა მერვე ტურში საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა უნგრეთი მინიმალური ანგარიშით (2.5:1.5) დაამარცხა და 13 ქულით უკრაინელებთან ერთად II-III ადგილებს ინაწილებს.
დასკვნით ტურში ქართველთა მეტოქე ავსტრიის გუნდი იქნება. ჩემპიონატის ლიდერი რუსეთის ნაკრები გერმანიას დაუპირისპირდება, ხოლო უკრაინა ჰოლანდიას გაეჯიბრება.
საქართველო 2.5:1.5 უნგრეთი
ხოტენაშვილი (2512) 1:0 ვაიდა (2385)
ჯავახიშვილი (2479) 1:0 მადლი(2343)
ბაციაშვილი (2509) 0.5:0.5 რუდოლფი (2341)
არაბიძე (2408) 0:1 პაპი (2303)
გასულ ტურშიც თავდაუზოგავად იბრძოლეს და ფრედ დაასრულეს შეხვედრა ქართველმა ვაჟებმა. ამჯერად, მათი მეტოქე ტურნირის მეოთხე ნომერი საფრანგეთის უძლიერესი ნაკრები გახლდათ.
მორიგი გამარჯვება იზეიმა ჩემპიონატის უპირობო გმირმა ლევან ფანცულაიამ. ფრედ დაასრულეს შეხვედრები: ჯობავამ და მჭედლიშვილმა. სამწუხაროდ, გაგუნაშვილმა ვერ შესძლო თავდაცვის გზის მონახვა ეტიენ ბაკროსთან პარტიაში და ფრანგებს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა.
ბოლო ტურის წინ ჩემპიონატს 14 ქულით რუსეთის ნაკრები ლიდერობს, უნგრელებმა კი 12 ქულა დააგროვეს. საქართველო 11 ქულით საფრანგეთთან, სომხეთთან, ჰოლანდიასთან და გერმანიასთან ერთად III-VII ადგილებს ინაწილებს.
ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში მიმდინარე ფინალურ, მეცხრე ტურში განსაკუთრებული ინტერესის ქვეშ იქნება შემდეგი შეხვედრები: უნგრეთი – რუსეთი, ჰოლანდია – საფრანგეთი და სომხეთი – საქართველო.
საფრანგეთი 2:2 საქართველო
ვაშიე-ლაგრავი (2765) 0.5:0.5 ჯობავა (2668)
ფრესინე (2712) 0.5:0.5 მჭედლიშვილი (2618)
ედუარდი (2632) 0:1 ფანცულაია (2567)
ბაკრო (2686) 1:0 გაგუნაშვილი (2539)
ქართველ მონაწილეთა პირადი შედეგები:
ქალთა გუნდი
ნანა ძაგნიძე (2566) – 4 (7)
ბელა ხოტენაშვილი (2512) – 3 (6)
ლელა ჯავახიშვილი (2479) – 4.5 (6)
ნინო ბაციაშვილი (2509) – 4.5 (7)
მერი არაბიძე (2408) – 2 (5)
ვაჟთა გუნდი
ბაადურ ჯობავა (2668) – 5.5 (8)
მიხეილ მჭედლიშვილი (2618) – 4.5 (8)
ლევან ფანცულაია (2567) – 6.5 (8)
მერაბ გაგუნაშვილი (2539) – 1.5 (4)
ლუკა პაიჭაძე (2573) – 1.5 (4)