ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
მე-4 ნომრად განთესილმა გორგოძემ ტურნირზე მე-4 მატჩიც ისე მოიგო, რომ სეტიც კი არ დაუთმია. ნახევარფინალში ეკატერინემ მე-5 რეიტინგის მქონე უნგრელ ანა ბონდარს 6:3, 6:2 სძლია, გადამწყვეტ მატჩში კი რუს ელენა რიბაკინას ეთამაშება.
ამ უკანასკნელმა ასპარეზობა საკვალიფიკაციო ბადიდან დაიწყო და მიჯრით 7 რაუნდი დასძლია. რიბაკინამ ნახევარფიანალში მე-7 ნომრად განთესილ ბულგარელ იულია სტამატოვას 6:4, 6:4 მოუგო.