კატალონიის “ბარსელონამ” ზედიზედ 20 “ელ კლასიკოში” გატანილი გოლის წყალობით, კლუბის რეკორდი დაამყარა. 1981-87 წლებში “ბლაუგრანამ” მადრიდის “რეალის” კარის ბადე ზედიზედ 19 მატჩი შეარხია.
21 ნოემბერს “სამეფო კლუბი” “სანტიაგო ბერნაბეუზე” ლუის ენრიკეს შეგირდებთან 0:4 დამარცხდა. “ელ კლასიკოში” “ბარსელონამ” ბოლოს 2004 წელს ვერ გაიტანა, როდესაც ესპანეთის თასის ფინალში პრინციპულ მეტოქესთან 0:1 დამარცხდა.