ფეხბურთი

16:41 | 21.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ვან გაალი: “ვალენსია დიდი ხნით გამოგვაკლდა”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა ჟურნალისტებთან ნახევარმცველ ლუის ანტონიო ვალენსიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ეკვადორის ეროვნული ნაკრების 30 წლის ფეხბურთელი 25 ოქტომბერს, მანჩესტერულ დერბიში დაშავდა და გასულ კვირაში ქუსლზე ოპერაცია გაიკეთა.

“ვალენსია დიდი ხნით დაგვაკლდება. მისი აღდგენითი პროცესი შესაძლოა 3 თვეზე მეტ ხანს გაიწელოს. ლუისმა უმძიმესი ტრავმა მიიღო” - განაცხადა MUTV-სთან საუბარში ვან გაალმა.

ამრიგად, ვალენსია მოედანს 2016 წლის თებერვლის ბოლომდე ვერ დაუბრუნდება და შესაძლოა, მკურნალობა კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდეს. ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მან 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

0.120793