კატალონიური “ბარსელონას” მცველი ჟერარ პიკე იმ დროს იხსენებს, როდესაც მადრიდის “რეალს” ჟოზე მოურინიო წვრთნიდა და ამბობს, რომ მაშინ ელ კლასიკო დამატებითი სიმძაფრით იმართებოდა.
"რეალისა" და "ბარსას" მორიგი დაპირისპირება დღეს საღამოს, “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართება, ოღონდ უკვე მოურინიოს გარეშე.
“ეს არის ორი უძლიერესი, პრინციპული მეტოქეების შეხვედრა, რომელიც უკვე ისტორიულ დაპირისპირებად იქცა. “რეალისა” და “ბარსელონას” მატჩი ყოველთვის სცდება სპორტს და დამატებით სიმძაფრეს იძენს. მოურინიოს დროს მას დამატებითი სიმძაფრე ჰქონდა, რადგან ის ზღვარზე თამაშს გვაიძულებდა. ის ჩვენზე ზეწოლას ახდენდა და ჩვენც იგივეს სურვილი გვიჩნდებოდა” - ამბობს პიკე.