სპორტული გმირობა ჩაიდინეს ქართველმა ვაჟმა მოჭადრაკეებმა ევროპირველობის მეშვიდე ტურში! მათ უმძიმეს ბრძოლაში გამარჯვება გამოსტაცეს მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატების და საჭადრაკო ოლიმპიადების მრავალგზის გამარჯვებულ, მსოფლიო ჭადრაკის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს, უკრაინის ნაკრებს.
მატჩის გმირის წოდება, ისევე როგორც რუსეთთან მატჩში აშკარად ეკუთვნის საერთაშორისო დიდოსტატ ლევან ფანცულაიას. რომელიც, ზედიზედ ორი დღეა 2700+ რეიტინგის მოჭადრაკეებს ამარცხებს. თუმცა, არანაკლებ აღსანიშნავია ბაადურ ჯობავას წარმატებული თამაში პირველ დაფაზე სუპერდიდოსტატებთან.
უკრაინასთან გამარჯვებით ქართველმა ვაჟებმა 10 ქულა დააგროვეს და საფრანგეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან და უნგრეთთან ერთად II-VI ადგილებს ინაწილებენ.
მომდევნო ტურში მათი მეტოქე სატურნირო რეიტინგ-სიის მეოთხე ნომერი საფრანგეთის გუნდი იქნება.
საქართველო 2.5:1.5 უკრაინა
ბაადურ ჯობავა (2668) 0.5:0.5 ვასილი ივანჩუკი (2720)
მიხეილ მჭედლიშვილი (2618) 0:1 პაველ ელიანოვი (2753)
ლევან ფანცულაია (2567) 1:0 იური კრივორუჩკო (2717)
მერაბ გაგუნაშვილი (2539) 1:0 ალექსანდრ არეშენკო (2682)
ქალთა გუნდმა ფრედ დაასრულა შეხვედრა სერბეთის ნაკრებთან და 11 ქულით II-III ადგილებს ინაწილებს უკრაინასთან ერთად. მომდევნო ტურში ჩვენი ქალების მეტოქე უნგრეთის ნაკრები იქნება.
სერბეთი 2:2 საქართველო
იოვანა ვოინოვიჩი (2295) 1:0 ნანა ძაგნიძე (2566)
ირინა ჩელუშკინა (2271) 0.5:0.5 ბელა ხოტენაშვილი (2512)
ადელა ველიკიჩი (2322) 0:1 ნინო ბაციაშვილი (2509)
მილა ზარკოვიჩი (2179) 0.5:0.5 მერი არაბიძე (2408)
ქართველ მონაწილეთა პირადი შედეგები:
ქალთა გუნდი
ნანა ძაგნიძე (2566) - 4 (7)
ბელა ხოტენაშვილი (2512) - 2 (5)
ლელა ჯავახიშვილი (2479) - 3,5 (5)
ნინო ბაციაშვილი (2509) – 4,5 (7)
მერი არაბიძე (2408) - 2 (4)
ვაჟთა გუნდი
ბაადურ ჯობავა (2668) - 5 (7)
მიხეილ მჭედლიშვილი (2618) – 4 (7)
ლევან ფანცულაია (2567) – 5,5 (7)
მერაბ გაგუნაშვილი (2539) - 1,5(4)
ლუკა პაიჭაძე (2573) – 1,5(3)