ჭადრაკი

23:52 | 20.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხომერიკის მეოთხე ყაიმი

ჰოლანდიის ქალაქ ვეიკ ან ზეეში მიმდინარე ახალგაზრდა ოსტატთა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირზე მეხუთე ტურის პარტიები გათამაშდა. ცუდი სტარტის შემდეგ თამაში გამოასწორეს და სატურნირო მდგომარეობა ოდნავ გაიუმჯობესეს ასპარეზობის მონაწილე ქართველმა მოჭადრაკეებმა.

საქართველოს სახელით მოასპარეზე ნინო ხომერიკი ჰოლანდიის სახელით მოთამაშე ჰინგ ტინგ ლაის დაუზავდა. ეს ყაიმი ამ ტურნირში მისთვის უკვე მეოთხეა. რაც შეეხება რობი კევლიშვილს, რომელიც ჰოლანდიის სახელით გამოდის, მან რობერტ რისი ( ჰოლანდია) დაამარცხა. 5 ტურის შემდეგ ქართველ მოჭადრაკეებს 2-2- ქულა აქვთ.

0.114011