ჩოგბურთი

22:09 | 20.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნახევარფინალში ნადალი ჯოკოვიჩს შეხვდება

წლის შემაჯამებელ ტურნირზე ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი რაფაელ ნადალმა თანამემამულე დავიდ ფერერი 6:7, 6:3, 6:4 დაამარცხა და ბ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ნახევარფინალში რაფაელი ა ჯგუფში მეორე ადგილზე გასულ ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება. ხოლო მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ფედერერის მეტოქე ვავრინკა-მარეის მატჩის გამარჯვებული იქნება. ბრიტანელი და შვეიცარიელის დაპირისპირება დღეს თბილისის დროით 24:00 საათზე დაიწყება.

2015 წელს ჯოკოვიჩი და ნადალი ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდნენ და სერბმა ოთხივე შეხვედრა სეტწაუგებლად მოიგო. ურთიერთშეხვედრებში რაფაელი 23:22 იგებს.

შეგახსენებთ, რომ რაფალ ნადალს წლის შემაჯამებელი ტურნირი არასოდეს მოუგია.

ტურნირის საპრიზო ფონდი 7 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

0.114372