“გოლდენ სტეიტმა” გასვლით მატჩში “კლიპერსს” 124:117 მოუგო. “ოქროს შტატელებმა” კლუბის ისტორიაში სეზონის სტარტზე საუკეთესო შედეგი აჩვენეს. ოკლენდლებმა 13-დან ცამეტივე შეხვედრა მოიგეს. მსგავსი შედეგი ნბა-ში 5 გუნდს უჩვენებია, ხოლო ნბა-ს საუკეთესო სტარტად 1994 წელს “ჰიუსტონ როკეტსის” 15 შეხვედრის მოგება ითვლება.
პირველი პერიოდი ლოს ანჯელესელებმა კრის პოლის კარგი თამაშით 41:25 მოიგეს. “გოლდენ სტეიტი” მთელი თამაში განმავლობაში 16-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრაც ცდილობდა და შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე კლეი ტომპსონმა “ოქროს შტატელები” შეხვედრაში პირველად გაიყვანა წინ. შემდეგ კარიმ გადამწყვეტ მომენტში 3-ქულიანი ჩააგდო და წაგებული შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულეს. სტეფ კარიმ გუნდს 40 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა შესძინა. გამთამაშებელმა 14-დან 6 სამქულიანი, 8-დან 5 ორქულიანი და 12-დან 12 საჯარიმო სროლა ჩააგდო. “კლიპერსში” კრის პოლი 35 ქულით გამოირჩა. “გოლდენ სტეიტი” 13-დან ცამეტი მოგებით დასავლეთ კონფერენციას ერთპიროვნულად ლიდერობს. “გოლდენ სტეიტი” მომდევნო შეხვედრაში შინ “ჩიკაგო ბულზს” დაუპირისპირდება, მატჩი 21 ნოემბერს თბილისის დროით 07:30 საათზე დაიწყება.
“კლივლენდმა” საკუთარ კედლებში “მილოუკს” 115:100 აჯობა. შეხვედრის ბედი ბოლო პერიოდში გადაწყდა, რომელიც “კავალიერსმა” 29:21 მოიგო. “კლივლენდს” ლებრონ ჯეიმსმა 27 ქულით, 9 მოხსნით და 6 პასით ულიდერა. ზაზა ფაჩულიას ყოფილ გუნდში იანის ანტეტოკუნმპო 33 ქულით გამოირჩა. “კლივლენდი” 9 მოგებით და 3 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს. “კავალიერსი” 22 ნოემბერს შინ “ატლანტა ჰოუქსს” დაუპირისპირდება.
“მაიამი ჰიტი” – “საკრამენტო კინგზი” 116:109 (25:21, 31:25, 26:30, 34:33)
“მაიამი”: უეიდი (24 ქ. 6 პ.), ბოში (23 ქ. 11 მ.), ჯონსონი (19 ქ.), ვაითსაიდი (12 ქ. 4 ბ.), სტაუდემაიერი (10 ქ.), დრაგიჩი (9 ქ.), დენგი (8 ქ.), გრინი (5 ქ.)
“საკრამენტო”:ბელინელი (23 ქ.), კასი (16 ქ.), რონგო (14 ქ. 18 პ. 9 მ.), გეი (13 ქ. 12 მ.), კოლინსი (9 ქ.), კუფოსი (6 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=gUtheY51wxo
“კლივლენდ კავალიერსი” – “მილოუკი ბაქსი” 115:100 (28:23, 35:25, 23:31, 29:21)
“კლივლენდი”: ჯეიმსი (27 ქ. 9 მ. 6 პ.), ლავი (22 ქ. 15 მ.), სმიტი (18 ქ.), ტომპსონი (12 ქ.), ვარეჟაო (9 ქ.), ჯონსი (9 ქ.), დელავედოვა (7 ქ.), კანინგჰემი (7 ქ.), მოზგოვი (2 ქ.), ჯეფერსონი (2 ქ.)
“მილოუკი”: ანტეტოკუნმპო (33 ქ.), მონრო (17 ქ.), მიდელტონი (15 ქ.), პარკერი (14 ქ.), კარტერ-უილიამსი (9 ქ.), ბეილესი (9 ქ.), მაიო (3 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=wrLTFy1rEFI
“კლიპერსი” – “გოლდენ სტეიტ უორიორსი” 117:124 (41:25, 27:29, 23:31, 26:39)
“კლიპერსი”: პოლი (35 ქ. 8 პ.), გრიფინი (27 ქ.), კროუფრდი (15 ქ.), რივერსი (10 ქ.), ჯორდანი (9 ქ. 10 მ.), სმიტი (8 ქ.), ჯონსონი (7 ქ.), პირსი (6 ქ.)
“გოლდენ სტეიტი”: კარი (40 ქ. 11 მ. 4 პ. 3 ჩ.), ტომპსონი (25 ქ.), ბარნსი (21 ქ.), გრინი (19 ქ. 9 პ.), იგუადალა (8 ქ.), ეზელი (5 ქ.), სფეიტსი (4 ქ.), ბოგუტი (2 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=tpzpaUCIQFE