სამხრეთამერიკის (კონმებოლი), ჩრდილოეთ და ცენტრალური რეგიონის (კონკაკაფი) კონფერედაციებმა “კოპა ამერიკის” 2016 წლის გათამაშების მასპინძელი ქალაქები და სტადიონები შეარჩიეს.
როგორც აშშ-ის ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება, კონმებოლის, კონკაკაფისა და “კოპა ამერიკის” საორგანიზაციო კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე, რომელიც ჩიკაგოში გაიმართა, ტურნირის მასპინძელი 10 ქალაქი და სტადიონი დასახელდა.
მომავალი წლის ზაფხულში მატჩები გაიმართება ბოსტონში (Gillette Stadium), ჩიკაგოში (Soldier Field), ჰიუსტონში (NRG Stadium), ლოს ანჯელესში (Rose Bowl), ნიუ იორკში (MetLife Stadium), ორლანდოში (Orlando Citrus Bowl Stadium), ფილადელფიაში (Lincoln Financial Field), ფინიქსში (University of Phoenix Stadium), სან ფრანცისკოში (Levi’s Stadium), და სიეტლში (CenturyLink Field).
ეს ქალაქები 24 კანდიდატიდან შეარჩიეს, ძირითადი კრიტერიუმი კი სტადიონის ტევადობა (არანაკლებ 60 000 ადგილი) და ინფრასტრუქტურის დონე იყო.
აღსანიშნავია, რომ “კოპა ამერიკა”, ამ ტურნირის 100-წლიანი ოსტორიის განმავლობაში პირველად ტარდება სამხრეთ ამერიკის ფარგლებს გარეთ და მასში პირველად მიიღებს მონაწილეობას კონკაკაფის ერთბაშად 6 წარმომადგენელი. ტურნირზე პირდაპირ არიან დაშვებულნი მასპინძელი აშშ და მექსიკა, ცენტრალური ამერიკის თასის გათამაშების მოქმედი გამარჯვებული კოსტა რიკა და კარიბის რეგიონის თასის მფლობელი იამაიკა. კიდევ ორი მონაწილე კი გამოვლინდება 2016 წლის 8 იანვარს პანამაში დანიშნული მატჩები შედეგად, რომელშიც ერთმანეთს ტრინიდადი და ტობაგო - ჰაიტი და პანამა - კუბა დაუპირისპირდებიან.
ამერიკის თასის საიუბილეო გათამაშება 2016 წლის 3 ივნისს დაიწყება და 26 ივნისამდე გასტანს.