ბულვარული მედიის ამბავი ხომ იცით? დღენიადაგ იმის ცდაში არიან, ადამიანს რაიმე წამოაცდენინონ და მერე ამ წამოცდენებზე იგება ისეთი ჭორები, კაცს შეიძლება თვალები გადმოაკარკვლინოს და თმები ყალყზე დაუყენოს. ცნობილი ადამიანების ამბებზე ნადირობა კი ამგვარი წამოცდენების გარეშე წარმოუდგენელია.
ამასწინათ, ერთ-ერთი “ყვითელი” გამოცემის მოკალმე, “რომასა” და ზოგადად იტალიური ფეხბურთის ლეგენდას, ფრანჩესკო ტოტის ბევრი ეღიჯინა და ყველა მხრიდან მოუარა, იმისათვის, რომ ტოტის ეღიარებინა – ჩემს ცოლს ერთხელ მაინც ვუღალატეო, მაგრამ ნურას უკაცრავად!
ფრანჩესკო ირწმუნება, რომ თავის ცოლთან, ყოფილ მოდელ ილარი ბლაზისთან შეუღლების შემდეგ, სხვა ქალებისკენ არც კი გაუხედავს და თუკი ვინმემ მას ჭორი მოუგონა, ეს მათ ნამუსზე უნდა იყოს. ფრანჩესკო იმასაც ამბობს, რომ ზოგადად მექალთანე ბუნების კაცი არაა და ვერ ხვდება რატომ უნდა იყოს კაცი ასეთი. კითხოს კრისტიან ვიერის და გაიგებს რატომაც...