პრემიერლიგის მე-13 ტურის მატჩები საფრანგეთის ეროვნული ჰიმნის ფონზე დაიწყება. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ფეხბურთელები შეხვედრის დაწყებამდე წუთიერ დუმილით პარიზში გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს მიაგებენ და ხელზე შავი სამკლაურები ეკეთებათ.
მსგავსი ფაქტი ინგლისის და საფრანგეთის ამხანაგური მატჩის დროს მოხდა, როდესაც “უემბლიზე” შეკრებილმა გულშემატკივრებმა “მარსელიოზა” იმღერეს და შემდეგ დაიწყო თამაში.
პრემიერლიგის მე-13 ტურის პირველი შეხვედრაში “უოტფორდი” შინ “მანჩესტერ იუნაიტედს” მიიღებს. მატჩი თბილისის დროით 16:45 საათზე დაიწყება.