“მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარე ვიქტორ ვალდესი, შესაძლოა კატალონიაში დაბრუნდეს და კონტრაქტი “ესპანიოლთან” გააფორმოს.
Goal-ის ცნობით, “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, დიდი ალბათობით “მანჩესტერს” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და “ესპანიოლსაც” მისით გაძლიერება კაპიკიც არ დაუჯდება.
ინგლისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა ესპანელი სარეზერვო გუნდში გაისტუმრა და ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე განაცხადა, რომ კლუბში მის ადგილს ვერ ხედავს. ვალდესს ინგლისელებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს. გამოცემის ინფორმაციით, მეკარე “ესპანიოლთან” მოლაპარაკების აქტიურ ფაზაში იმყოფება და არაა გამორიცხული, მასთან შეთანხმება საშობაოდ გააფორმოს.
კატალონიური “ბარსელონას” ყოფილი მეკარე “მანჩესტერში” 2014 წელს გადავიდა და ინგლისის პრემიერლიგის გასული სეზონის მხოლოდ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ამასთან, მისი ოჯახი კატალონიაში დარჩა, რამაც დამატებითი პრობლემები შექმნა. “ესპანიოლის” მთავარი მწვრთნელი სერხიო გონსალესი გეგმავს, რომ ვიქტორი გუნდის ძირითად მეკარედ აქციოს და ამრიგად, ამ ტრანსფერს აღსრულების ყველანაირი წინაპირობა აქვს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ყოფილიყო ბარსაში. ხელშეუხებელი იყო. ბოლოს ტრავმა რომ მიიღო გასაგებია, მაგრამ იქამდეც ჰქონდა წასვლა გადაწყვეტილი. სულელური აზრები რომ არა დღესაც ბარსას კარში იდგებოდა. ახლა იყოს ეგრე. მე კი მეცოდება, მაგრამ დაუმსახურებელი არაფერი სჭირს.
წამო ვიქტორიკო დაბრუნდი შენ ქალაქში
მაგრად არ გაუმართლა ვიქტორას ის ტრავმა რომ მიიღო წასვლის წინ
ნორმალურ გუნდში იქნებოდა ეხლა
+1
ვალდესის ისტორია ღამურას ამბავს მაგონებს
იშვიათად ვბილწსიტყვაობ მაგრამ, ვალდესი როგორ მოიქცა რომ მახსენდება მასზე მხოლოდ ერთი სიტყვა მომდის თავში "პიტალოა"
100%
ამხელა დონის გამოცდილი მეკარე რო გუნდს ვერ ეძებს ტეხავს )
ფიფას დაასწრეს პროსტაDD