ჰოლანდიის ქალაქ ვეიკ ან ზეეში მიმდინარე ახალგაზრდა ოსტატთა საერთაშორისო ტურნირზე მესამე ტურის პარტიები გათამაშდა. ჩვენს გამორჩეულ ყურადღებას , რა თქმა უნდა, ქართველი მოჭადრაკეების თამაში იწვევს.
საქართველოს სახელით მოთამაშე ნინო ხომერიკი ტურნირის ერთ-ერთ ლიდერ ნიჯატ აბასოვს ( აზერბაიჯანი) შეხვდა და ყაიმი გააკეთა -0,5:0,5, რაც შეეხება ჰოლანდიის სახელით მოთამაშე რობი კევლიშვილს, იგი კვლავ დამარცხდა, ამჯერად კანადელ ერიკ ჰანსენთან. ამრიგად, სამი ტურის შემდეგ ხომერიკს ერთი, ხოლო კევლიშვილს ნახევარი ქულა აქვს.