ჩოგბურთი

21:56 | 18.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნადალმა მიურეი იოლად დაჯაბნა

წლის შემაჯამებელი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ესპანელმა რაფაელ ნადალმა ბრიტანელი ენდი მარეი 6:4, 6:1 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 33 წუთს გაგრძელდა.

პირველ სეტში რაფამ გადამწყვეტი ბრეიკი 5:4-ზე განახორციელა, მეორეში სეტში კი ბრიტანელი ფსიქოლოგიურად გატყდა და იოლად წააგო.

აღსანიშნავია, რომ ენდის ერთბაშად 42 უნებლიე შეცდომა ჰქონდა, ნადალს კი – 21.

ამ გამარჯვებით რაფაელი B ჯგუფში გალიდერდა. ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში დავიდ ფერერი სტანისლას ვავრინკას დაუპირისპირდება. შეხვედრა დღეს თბილისის დროით 24:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ რაფაელს წლის შემაჯამებელი ტურნირი არასოდეს არ მოუგია.

0.106137