ფეხბურთი

19:37 | 18.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ენფილდზე” ჩაბი ალონსო გაახსენდათ

ვეტერანი ესპანელი ნახევარმცველი ჩაბი ალონსო შესაძლოა ახალი სეზონიდან ინგლისურ “ლივერპულში” დაბრუნდეს. როგორც გამოცემა “დეილი ექსპრესი” წერს, იურგენ კლოპს 33 წლის ფეხბურთელის საკუთარ გუნდში ხილვა სურს. ალონსოს მიმდინარე სეზონის ბოლოს “ბაიერნთან” კონტრაქტი ეწურება და მას ინგლისში გადაბარგება თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება.

ბასკი მოთამაშისთვის “ლივერპული” ნაცნობი ადგილია. იგი “ენფილდ როუდზე” 2004-2009 წლებში უკვე თამაშობდა და “წითლების” ერთ-ერთი ლიდერიც გახლდათ.

0.112349