ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ვესლი სნეიდერმა შესაძლოა კარიერა ლონდონის "ჩელსიში" გააგრძელოს.
როგორც თურქული გამოცემა Fanatik-ი იტყობინება, "არისტიკრატები" ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ჰოლანდიელის კონტრაქტის გამოსყიდვას 20 მილიონ ევროდ გეგმავენ. სნეიდერს "გალათასარაისთან" ხელშეკრულება 2018 წლის ივლისამდე აკავშირებს.
მიმდინარე სეზონში სნეიდერმა 15 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.