ჩემპიონთა და ევროპა ლიგების მეხუთე ტურის შეხვედრები არ გადაიდება. ამის შესახებ ევროპული საკლუბო ფეხბურთის მმართველი უწყება გვამცნობს.
“ყველა შეხვედრა ჩატარდება აქამდე დადგენილ თარიღებში. მასპინძელი გუნდები მაქსიმალურად გაამკაცრებენ უსაფრთხოების ზომებს და მატჩები არ გადაიდება”, – იუწყება უეფა.
მოგეხსენებათ, ტერორიზმის საფრთხის გამო ესპანეთი – ბელგიისა და გერმანია – ჰოლანდიის ამხანაგური თამაშები გადაიდო.
ცნობილია, რომ გერმანიის ბუნდესლიგასა და საფრანგეთის ლიგა 1-ში ტურის კალენდარული თამაშებიც შედგება. რაც შეეხება ჩემპიონთა და ევროპა ლიგის მატჩებს, ისინი მომავალ კვირაში გაიმართება.