მორტენ ოლსენმა დანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. გადადგომის შესახებ განცხადება 66 წლის დანიელმა სპეციალისტმა შვედეთთან მატჩის შემდეგ გააკეთა.
“ფეხბურთელები ინფორმირებულები იყვნენ, რომ დანიის ფეხბურთის ფედერაცია და მე კონტრაქტის გაწყვეტაზე შევთანხმდით. გულს მტკენს ის ფაქტი, რომ ჩემი 35-წლიანი კარიერა (ფეხბურთელი და მწვრთნელი) ეროვნულ გუნდში დასრულდა. ვწუხვარ, რომ გულშემატკივრებს იმედები ვერ გავუმართლე.” – განაცხადა ოლსენმა.
დანიის ეროვნული გუნდი ევრო 2016-ის პლეიოფში შვედეთთან ორი მატჩის ჯამში 3:4 დამარცხდა და ტურნირის მიღმა დარჩა. ოლსენი ეროვნულ გუნდში მწვრთნელის რანგში 2000 წლიდან მუშაობდა და მას შემდეგ დანია 2002 და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე გაიყვანა, აგრეთვე მისმა შეგირდებმა 2004 და 2012 წლის ევროპის ჩემპიონატებზე იასპარეზეს. მორტენის საუკეთესო შედეგი ევრო 2004-ის მეოთხედფინალში გასვლაა.
ოლსენის გუნდმა ჯამში ყველა ტურნირზე 146 მატჩი ჩაატარა, მოიგო 69, 38 ფრედ დაასრულა, ხოლო 39 მატჩში მარცხი განიცადა. მორტენის მწვრთნელობის პერიოდში დანიამ 232 გოლი გაიტანა და 159 გაუშვა.