ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩების დასრულების შემდეგ ტურნირის მონაწილე ქვეყნების ეროვნული ნაკრებები 4 კალათაში გადანაწილდნენ.
უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 12 დეკემბერს პარიზში გასამართი კენჭისყრისთვის გუნდები შემდეგნაირად გადანაწილდნენ:
კალათა 1: საფრანგეთი (მასპინძელი), ესპანეთი (მოქმედი ჩემპიონი), გერმანია, ინგლისი, პორტუგალია, ბელგია.
კალათა 2: იტალია, რუსეთი, შვეიცარია, ავსტრია, ხორვატია, უკრაინა.
კალათა 3: ჩეხეთი, შვედეთი, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი.
კალათა 4: თურქეთი, ირლანდია, ისლანდია, უელსი, ალბანეთი, ჩრდ. ირლანდია.
უკვე ცნობილია, საფრანგეთის ეროვნული ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს. ზემოთაღნიშნული გუნდები 6 ჯგუფში გადანაწილდებიან. ჯგუფური ეტაპი 2016 წლის 10-დან 22 ივნისის ჩათვლით გაიმართება. მერვედფინალური ეტაპის საგზურს ჯგუფში ორი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს და მათ საერთო ჩათვლაში 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი დაემატება.
4 კალათაში გუნდების გადანაწილება მოხდა კოეფიციენტებით, რომელიც 2012 წლის ევროპის ჩემპიონატიდან მოყოლებული გამოითვლება. კოეფიციენტების 20% პოლონეთსა და უკრაინაში გამართულ ტურნირზე გადანაწილდა, ხოლო 40%-40% 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატსა და 2016 წლის ევროპის ჩემპიონატს საკვალიფიკაციო ეტაპზე.
საბოლოოდ, საფრანგეთში გასამართი ტურნირისთვის ეროვნული ნაკრებების კოეფიციენტები შემდეგნაირად განისაზღვრა:
საფრანგეთი (33,599) - გარანტირებული ადგილი A ჯგუფში, კალათა 1, მასპინძელი
ესპანეთი (37,962) - გარანტირებული ადგილი პირველ კალათაში. მოქმედი ჩემპიონი
გერმანია (40,236) - კალათა 1
ინგლისი (35,963) - კალათა 1
პორტუგალია (35,138) - კალათა 1
ბელგია (34,442) - კალათა 1
იტალია (34,345) - კალათა 2
რუსეთი (31,345) - კალათა 2
შვეიცარია (31,254) - კალათა 2
ავსტრია (30,932) - კალათა 2
ხორვატია (30,642) - კალათა 2
უკრაინა (30,313) - კალათა 2
ჩეხეთი (29,403) - კალათა 3
შვედეთი (29,028) - კალათა 3
პოლონეთი (28,038) - კალათა 3
რუმინეთი (28,038) - კალათა 3
სლოვაკეთი (27,171) - კალათა 3
უნგრეთი (27,142) - კალათა 3
თურქეთი (27,033) - კალათა 4
ირლანდია (26,902) - კალათა 4
ისლანდია (25,388) - კალათა 4
უელსი (24,531) - კალათა 4
ალბანეთი (23,216) - კალათა 4
ჩრდ. ირლანდია (22,61) - კალათა 4