ევროპის გუნდური ჩემპიონატის 5 ტურის თავზე, მე-17 ნომრად განთესილი საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრები მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს, რაც ტურნირის ერთ-ერთ უმთავრეს მოულოდნელობად უნდა მივიჩნიოთ.
გასულ ტურში ქართველმა მოჭადრაკეებმა სერბეთს 3:1 სძლიეს და 8 ქულა მოაგროვეს. ასეთივე მაჩვენებელი აქვთ საფრანგეთს და უკრაინასაც, პირველ ადგილზე კი რუსეთია 9 ქულით.
მე-6 ტურში საქართველოს ნაკრები სწორედ რუსეთს დაუპირისპირდება და ცხადია, ჩემპიონატის უმთავრეს ფავორიტთან უმძიმესი დაპირისპირება ელის. 19 ნოემბერს დაგეგმილ კიდევ ერთ ცენტრალურ შეხვედრაში უკრაინა და საფრანგეთი ითამაშებენ.
სერბეთი – საქართველო 1:3
ივან ივანიშევიჩი (2662) – ბაადურ ჯობავა (2668) 0:1
მიხეილ მჭედლიშვილი (2618) – მილოშ პერუნოვიჩი (2624) 1:0
რობერტ მარკუსი (2632) – ლევან ფანცულაია (2567) 0.5:0.5
ლუკა პაიჭაძე (2573) – ნიკოლა სედლაკი (2557) 0.5:0.5
წარმატებული დღე ჰქონდა საქართველოს ქალთა ნაკრებსაც, რომელმაც რუსეთთან დასანანი მარცხის კვალად, მობილიზება მოახერხა და პოლონეთს 2.5:1.5 მოუგო. შედეგად, ქართველმა მოჭადრაკეებმა 8 ქულა მოაგროვეს და უკრაინასთან ერთად მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებენ. 10 ქულით ერთპიროვნული ლიდერი რუსეთია, რომელიც მე-6 ტურში უკრაინას გაეჯიბრება, ქართველი მოჭადრაკეები კი საფრანგეთს (7 ქულა) ეთამაშებიან.
პოლონეთი – საქართველო 1.5:2.5
მონიკა სოცკო (2445) – ნანა ძაგნიძე (2566) 0:1
ლელა ჯავახიშვილი (2479) – იოლანტა ზავადსკა (2439) 1:0
ივეტა რაილიჩი (2389) – ნინო ბაციაშვილი (2509) 1:0
მერი არაბიძე (2408) – იოანა მაიდან-გაიევსკა (2378) 0.5:0.5