ჩოგბურთი

0:35 | 18.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე მერვედფინალშია

ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ შრიუსბერის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) კვალიფიკაცია წარმატებით დასძლია და ძირითად ბადეშიც დამაჯერებელი სტარტი აიღო.

ბოლქვაძე მის მსგავსად კვალიფიკაციიდან გამოსულ დანიელ კარენ ბარბატს დაუპირისპირდა და 7:5, 7:6 (7:4) დაამარცხა.

ამ გამარჯვების წყალობით, მარიამი მერვედფინალში გავიდა და ბელგიელ ელინ ბოეიკენსს გაეჯიბრება.

0.115778