თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ეკატერინე გორგოძის და სოფო ქვაცაბაიას პირველ ნომრად განთესილმა წყვილმა თამაში პირველივე რაუნდში დაასრულა.
ქართველი ჩოგბურთელები “უაილდ ქარდის” მქონე რუმინელებს – ნეგოიტას და ნიტესკუს გაეჯიბრნენ და მოულოდნელი მარცხი განიცადეს – 4:6, 4:6.
ერთეულთა ტურნირში მე-3 რეიტინგის მქონე ქვაცაბაია ჩინელ იუენუ ლის გაეჯიბრება, ხოლო მე-4 ნომრად განთესილი გორგოძე კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – რუმინელ მიჰაელა ჯიოკას ეთამაშება.