ფეხბურთი

18:02 | 17.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის ჩემპიონატის თამაშები არ გადაიდება

საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის ლიგა 1-ის და ლიგა 2-ის უახლოესი ტურის თამაშები არ გადაიდება. როგორც Le Parisien-ი იტყობინება, პარიზში 13 ნოემბრის ღამეს მომხდარი ტერაქტების შემდეგ, ტერორისტული საფრთხის გათვალისწინებით, სპეციალურ სამთავრობო კომისიაზე განიხილეს ჩემპიონატის მატჩების ჩატარების მიზანშეწონილობა.

საუბარი იყო უახლოესი ორი ტურის გადადებაზე, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა, რომ თამაშები წინასწარ დანიშნულ დროს გაიმართება და უსაფრთხოების ზომები გაიზრდება.

ამავდროულად, კლუბები ფანებთან შეხვედრებს გამართავენ, რათა უკვეთ იყოს კოორდინირებული გულშემატკივართა მოქმედება.

თეგებილიგა 1ლიგა 2
0.14389