საქართველოს 19-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპი წარმატებით დაძლია. გადამწყვეტ მატჩში ვასილ მაისურაძის შეგირდები „მიხეილ მესხზე“ ავსტრიელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ. თამაში უგოლოდ დასრულდა, ხოლო პარალელურად გამართულ შეხვედრაში უელსის ნაკრები ალბანეთთან 2:3 დამარცხდა, შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა და ელიტ რაუნდის საგზური მოიპოვა.
საქართველო - ავსტრია 0:0
თბილისი, „მიხეილ მესხი“
საქართველო: გოშაძე, ნადარაია, ლოჩოშვილი, კაკიაშვილი, ართმელაძე, ბაშალეიშვილი (ალთუნაშვილი 66), მამუჩაშვილი, კომახიძე, კიკნაძე (გვარაძე 80), გოშთელიანი (კ),მიქელთაძე (ბიძინაშვილი 66)
მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
ავსტრია: გატლერი, პოში, მარანდა, ინგოლიში, კრაინცი (კ),კაუფმანი, ლაიმერი (პროკოპი 46),გაში,შლაგერი, პავლოვიჩი (იაკუპოვიჩი 72), გმეინერი (გრაბოვაჩი 84).
მწვრთნელი: რუპერტ მარკო
გაფრთხილებები: კაკიაშვილი, გოშთელიანი, ართმელაძე - ლაიმერი, შლაგერი, პოში
მსაჯები: ალან ბიერი ; ალან ჰეინიგერი (ორივე შვეიცარია) ; უროშ სტოიკოვიჩი ; სრდიან იოვანოვიჩი (სათადარიგო) (ორივე სერბეთი)
1. | ავსტრია | 3 | 2 | 1 | 0 | 4:1 | 7 | |
2. | საქართველო | 3 | 1 | 1 | 1 | 1:3 | 4 | |
3. | ალბანეთი | 3 | 1 | 0 | 2 | 4:5 | 3 | |
4. | უელსი | 3 | 1 | 0 | 2 | 5:5 | 3 |