ფეხბურთი

15:46 | 17.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დეპორტივოს” ბორგესი დიდი ხნით გამოაკლდა

ლა კორუნიის “დეპორტივოსა” და კოსტა-რიკის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სელსო ბორგესი ტრავმის გამო დიდხანს ვეღარ ითამაშებს. აღნიშნულ ინფორმაციას გალისიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

27 წლის ფეხბურთელმა დაზიანება პარასკევს სანაკრებო მატჩისას მიიღო. მისმა გუნდმა ჰაიტს სძლია (1:0), ხოლო თავად შეხვედრის 45-ე წუთზე დაშავდა და შესაცვლელი შეიქნა. სრულფასოვანმა სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ სელსოს მარცხენა ფეხი აქვს მოტეხილი და დაახლოებით 3-4 თვე იუქმებს.

ბორგესმა მიმდინარე ლა ლიგაში 11 შეხვედრა ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.111607