სხვა

12:06 | 17.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი წყალბურთელები საბერძნეთს ეთამაშებიან

დღეს, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები საბერძნეთში მსოფლიო ლიგის მეორე ტურის მატჩს ჩაატარებს. თამაში თბილისის დროით 21:00 საათზე აიღებს სტარტს.

ქართველმა წყალბურთელებმა ორკვირიანი მოსამზადებელი შეკრება სერბეთში გაიარეს, ბერძნებთან მატჩის შემდეგ კი, 1 დეკემბერს, თბილისში რუმინეთის გუნდს დაუხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ იოვან პოპოვიჩისა და ვლადიმერ ისელიძის შეგირდებმა მსოფლიოს ლიგაზე პირველი ტურის მატჩი 20 ოქტომბერს გამართეს და ბუდაპეშტში 9-გზის ოლიმპიურ ჩემპიონ უნგრეთის ნაკრებთან 10:17 წააგეს.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ლიგაზე პირველად თამაშობს, მომავალი წლის დასაწყისში კი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტურნირი ელის. 10-23 იანვარს სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს და ქართველი წყალბურთელები C ჯგუფში იტალიას, რუმინეთსა და გერმანიას დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა საბერძნეთთან მატჩისთვის: ნიკოლოზ შუბლაძე, ბექა ქავთარაძე, დამირ ცრეფულია, მარკო ელეზი, ანდრია ბითაძე, მარკო ელაჩა, გიორგი ხვედელიანი, მიხეილ ბაღათურია, ზურაბ რურუა, კონსტანტინე გეგელაშვილი, ხვიჩა ჯახაია, რევაზ იმნაიშვილი, ივან სტრუიჩი.

მწვრთნელები: ვლადიმერ ისელიძე და იოვან პოპოვიჩი.

0.114454