კალათბურთი

11:45 | 17.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 2 ქულა, 6 მოხსნა და გამარჯვება ფილადელფიაში (+VIDEO)

ზაზა ფაჩულიას “დალას მავერიკსმა” გასვლით მატჩში “ფილადელფის” 92:86 მოუგო. ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 29 წუთი დაჰყო. ზაზას წინა შეხვედრებთან შედარებით მოკრძალებული მონაგარი ჰქონდა - 2 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა. ქართველმა ცენტრმა თამაშიდან მეტოქის ფარს მხოლოდ ერთხელ შეუტია და ისიც არაზუსტად. საჯარიმო ხაზთან 4-ჯერ დადგა, საიდანაც ორი სროლა ზუსტი აღმოჩნდა.

“დალასში” 21 ქულით დირკ ნოვიცკი გამოირჩა, ხოლო “ფილადელფიაში” 19 ქულით ოკაფორი.

ტეხასელებმა 7 მოგებით და 4 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე გადაინაცვლეს, რაც შეეხება “ფილადელფიას”, გუნდი თერთმეტივე წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის უპირობო აუტსაიდერია.

“დალასი” მომდევნო შეხვედრას ბოსტონში ადგილობრივ “სელტიკსთან” გამართავს, შეხვედრა 19 ნოემბერს თბილისის დროით 04:30 საათზე დაიწყება.

0.117637