თამაშგარე

11:01 | 17.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბელენს მანიაკის ეშინია

არგენტინელი მოდელი და მსახიობი, არგენტინის საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთ თილისმად სახელდებული ბელენ როდრიგესი ბოლო დროს თურმე ნამეტანი შეშინებულია. ბუენოს აირესის პოლიციაში მისულ მოდელს განუცხადებია, რომ მავანი მანიაკი დასდევს, რომელსაც მისი გაუპატიურება აქვს მიზნად დასახული.

ნათქვამია, “პატარძალს პირველი ღამით აშინებდნენო” და თუკი ამ გამონათქვამს გავყვებით, საინტერესოა ასე ძალიან რატომ ეშინია გაუპატიურების მშვენიერ ბელენს. მით უმეტეს, რომ იგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალია და მისი სადმე “გამოჭერა” არც ისე ადვილია.

ნაძალადევი სექსი რა თქმა უნდა არავის სურს და გაუპატიურება ზოგადად ცუდი საქმეა, მაგრამ ბელენ როდრიგესი ნამდვილად არაა მექალთანე და ხურუშიანი ბატონის მიერ გაბახებული გლეხის ქალი, რომ ძალადობისგან შეურაცხყოფილმა თავი წყალში დაიხრჩოს.

0.179764