საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა, რომელსაც სრული გუნდით დაცვაში დგომა და ბურთის უმისამართოდ მოგერიება სისხლში აქვს გამჯდარი, ალბანეთში ორბურთიანი უპირატესობა ბოლო წუთებზე გაანიავა და ყაიმს დასჯერდა.
ტირანას “ქემალ სტაფაზე” სტუმრები უკვე მე-2 წუთზე ალექსანდრე ამისულაშვილმა დააწინაურა, მე-2 ტაიმის დასაწყისში გიორგი ჭანტურიამ გაიტანა და მალევე მას ანგარიშის გაზრდაც შეეძლო, თუმცა, ძელს გაარტყა.
ალბანეთმა, რომლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა ასევე სრულად ნონსენსად მოსჩანს, თავისი საქმე 89-ე და 90-ე წუთებზე გააკეთა.
მიგიენ ბაშამ და სოკოლ ციკალეშიმ კარგად კი შეუტიეს, თუმცა, ნუკრი რევიშვილს რომელიმე ეპიზოდში გუნდის გადარჩენა ნამდვილად მართებდა.