ფეხბურთი

21:09 | 16.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოსკარის ტურინული მომავალი

ტურინის “იუვენტუსის” სპორტული დირექტორი ფაიო პარატიჩი ლონდონშია და ხუან კუადრადოს სრულად გამოსყიდვაზე მუშაობს. გამოცემა “ტუტოსპორტის” ინფორმაციით, გარდა კოლუმბიელისა, პარატიჩი “ჩელსიდან” ბრაზილიელი ოსკარის ყიდვასაც ეცდება. “იუვეს” ფეხბურთელის დამატება დამდეგ ზაფხულს სურს და მის სანაცვლოდ 30 მილიონი ევროს გაღებას გეგმავს.

“ბებერ ქალბატონი” ოსკარის პოზიციის მოთამაშეს კარგა ხანია გამალებით ეძებს და აღნიშნულ ტრანსფერზე გასულ ზაფხულსაც იწერებოდა.

0.126822