კალათბურთი

19:47 | 16.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

გარნეტის 50 000 წუთი ნბა-ში

“მინესოტა ტიმბერვულვზის” 39 წლის მძიმე ფორვარდი კევინ გარნეტი ნბა-ს ისტორიაში გახდა მეხუთე კალათბურთელი, ვინც ლიგაში 50 000 წუთი ითამაშა.

გარნეტმა “მემფისთან” წაგებულ მატჩში (106:114) პარკეტზე 24 წუთი დაჰყო, სულ კი ნბა-ში 21-წლიანი კარიერის განმავლობაში 50 006 წუთი უთამაშია. ამ მაჩვენებლით კევინი მეოთხე ადგილზეა.

ნბა-ში ყველაზე მეტი წუთი ქარიმ აბდულ-ჯაბერს (57 446 წუთი) აქვს ნათამაშები, მეორეზე კარლ მელოუნია - 54 852, მესამეზე კი ჯეისონ კიდი – 50 1111.

0.114545