ფეხბურთი

18:21 | 16.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელის 3 თვე გაუცდება

იტალიური “მილანის” თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ საზარდულის ოპერაცია გაიკეთა. კოპენჰაგენში ჩატარებულმა ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა 25 წლის შემტევის გამოჯანმრთელების პროცესს 3 თვე დასჭირდება. სწორედ ამ დროის განმავლობაში ვერ დაეხმარება იგი “მილანს”.

ბალოტელი ლომბარდიულ გრანდში გასულ ზაფხულს დაბრუნდა და იტალიის ჩემპიონატში მხოლოდ 4 თამაში ჩაატარა, თავი კი ერთხელ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.063693
სარეკლამო ადგილი - 99
X x X