როგორც იცით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა 18 ნოემბერს, სასტუმრო “ჰოლიდეი ინ”-ში გაიმართება. ყრილობის დელეგატებისა და მედიის რეგისტრაცია დაიწყება 15:00 საათიდან, ხოლო ყრილობა 16:00 საათზე. მანამდე კი, დღეს იყო ფედერაციის აღმასკომის სხდომა და აღმასკომის წევრობის სურვილი 21-მა პიროვნებამ გამოთქვა. როგორც შევიტყვეთ, აღმასკომის შემადგენლობა 10-კაციანი იქნება, ასე რომ, 18 ნოემბერს გაირკვევა, ვინ შეირჩევიან.
საინტერესოა, რომ კანდიდატთა შორის არიან მოქმედი ფეხბურთელი ალექსანდრე იაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და კიდევ რამდენიმე ახალი სახე.
ალექსანდრე იაშვილი – საქართველოს ფეხბურთის მუშაკთა პროფკავშირი
ილია ინჯია – მარტვილის “მერანი”
აკაკი ალადაშვილი – საქართველოს ფუტსალის ასოციაცია
მურად ანჯაფარიძე – აფხაზეთის ფეხბურთის ასოციაცია
რუსლან ბაქრაძე – საქათველოს ინვალიდ-ამპუტანტ ფეხბურთელთა ლიგა
თემურ ბოჭორიშვილი – იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია
სერგო გაბელაია – სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცია
სერგო კვარაცხელია – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია
გელა მაისურაძე – სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია
ლაშა მინდელი – ქვემო ქართლის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია
გიორგი რევაზიშვილი – შიდა ქართლის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია
გოჩა როსტომაშვილი – კახეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია
ნინო სორდია – ქალთა ფეხბურთის ფედერაცია
თენგიზ სულაქველიძე – საქართველოს ვეტერან ფეხბუთელთა კავშირი
რომან ფიფია – ს.კ. “დინამო თბილისი”
სერგო ფუტკარაძე – ს.კ. “ზესტაფონი”
ლევან ყიფიანი – ბიჩ-სოკერის ასოციაცია
ბესიკ ჩიხრაძე – ს.კ. “გაგრა”
კახა ჭუმბურიძე – თბილისის ფეხურთის ფედერაცია
გოჩა ჯამარაული – ს.კ. “მეტალურგი” რუსთავი
ნიკოლოზ ჯღარკავა – ეზოს ფეხბურთის ფედერაცია