ჩოგბურთი

14:58 | 16.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა ტოკიოს 100-ათასიან ტურნირში ითამაშებს

ქალთა შორის პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში იმყოფება, სადაც ძალებს 100-ათასიან საერთაშორისო ტურნირში მოსინჯავს. პირველ რაუნდში სოფოს მეტოქე მე-6 ნომრად განთესილი იაპონელი მისა ეგუჩი იქნება.

წყვილთა ტურნირში შაფათავა რუს კსენია ლიკინასთან გახლავთ შეამხანაგებული და მერვედფინალში ძალებს კვალიფიკაციის გამარჯვებულ იაპონელებთან (ჰანატანი-მიაჰარა) მოსინჯავს.

ცნობისთვის, ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) მიერ განახლებულ რეიტინგში სოფოს 197 ქულა აქვს და ის 240-ე ადგილზე იმყოფება. სულ, კლასიფიკაციაში 8 ქართველი გოგონაა.

240 (238). სოფო შაფათავა – 197 ქულა; 381 (375). სოფო ქვაცაბაია – 94; 392 (390). ეკატერინე გორგოძე – 89; 571 (576). მარიამ ბოლქვაძე – 43; 646 (653). ოქსანა კალაშნიკოვა – 31; 763 (755). თინათინ ყავლაშვილი – 20; 1099 (1095). თამარ ჭალაგანიძე – 7; 1197 (1199). ანა შანიძე – 4;

0.124707