სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭადრაკი

14:04 | 16.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები ლიდერთა შორის

იტალიურ აქუი-ტერმეში გრძელდება მსოფლიოს ჩემპიონატი სენიორ მოჭადრაკეთა შორის, რომელსაც 7 ქართველი მონაწილე ჰყავს.

ქალებში 65+ ასაკის მოჭადრაკეთა შორის ლიდერთა შორის არიან ნონა გაფრინდაშვილი (2299) და თამარ ხმიადაშვილი (2249). 5 ტურის თავზე მათ 4.0-4.0 ქულა აქვთ და პირველ-მესამე ადგილებს რუს ვალენტინა კოზლოვსკაიასთან (2249) ინაწილებენ.

50+ ქალთა ჩემპიონატში 5 ტურის შემდეგ, მაქსიმალური შედეგით რუსი ტატიანა ბოგუმილი (2128) დაწინაურდა, ციალა ქასოშვილი (2174) და ნინო მელაშვილი (2125) კი 3.5-3.5 ქულით II-IV ადგილებს ინაწილებენ. რაც შეეხება მარგალიტა თანდაშვილს (2002), ის 1.5 ქულით ბოლოსწინა მე-16 პოზიციაზეა.

ამავე ასაკის ვაჟებში 6 ტური მიილია, გიორგი ბაღათუროვი (2397) კი 5.0 ქულით II-VI ადგილებს იყოფს. ვარლამ ვეფხვიშვილის (2106) აქტივში 4.0 ქულაა და მას დამატებითი მაჩვენებლებით 22-ე საფეხური უკავია.

დღეს, მსოფლიო ჩემპიონატზე დასვენებაა გამოცხადებული, მომდევნო ტურის პარტიები კი 17 ნოემბერს შედგება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.119853