ევროპული პორნო-ინდრუსტრის ვეტერანი, ცნობილი იტალიელი პორნოვარსკვლავი, აწუკვე საქმიდან “გადამდგარი” ოლივია დელ რიო, აპენინელ ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ სულ მალე მისი საყვარელი საფეხბურთო კლუბის, მილანის “ინტერნაციონალეს” ერთ-ერთი აქციონერი გახდება.
როგორც ოლივია ამბობს, მას ყოველთვის სურდა “ინტერის” მოწილე ყოფილიყო, მაგრამ ვნებების ქარიშხლებში ჩაძირულს აბა სად ეცალა “შავ-ლურჯებისათვის?” თან ესეც არ იყოს, ადრე ეს მილანური კლუბი მასიმო მორატის მსახვრალ ხელში იყო და იგი არამც და არამც არ დათმობდა არც ერთ პროცენტს.
ახლა კი რეალობა შეცვლილია. ”ინტერი” უკვე სააქციო საზოგადოებად ყალიბდება და თუკი ცნობილმა სექს-დეიდამ მართლაც მოინდომა კლუბის მართვაში ჩართვა, მას ამას ვერავინ დაუშლის. შეიძლება ზოგმა კი თქვას, ფეხბურთო რა პორნოვარკვლავის საქმეაო, მაგრამ ეს ეჭვები ოლივია დეიდას სულ ცალ ბარძაყზედ ჰკიდია!